მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა RSS
მოგესალმები, სტუმარი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
გჯერა თუ არა მეორედ მოსვლის?
სულ პასუხი: 163
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 5 » ჯვრის მონასტერი
0:44 AM
ჯვრის მონასტერი

ქრისტიანული ტაძრის მოხატვის სისტემა - jvari-3.jpg

ჯვრის მონასტერი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთის წვერზე.
ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც, რადგანაც იგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა,რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ.
მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. აგრეთვე იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის გაფორმებაშიც არსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს.
XVII- XVIII საუკუნეებში, როცა გახშირდა შემოსევები, ჯვრის მონასტერს გალავანი შემოავლეს. დღემდე შემორჩენილია მისი ფრაგმენტები და ზრუდეში ჩართული ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს. 1989 წლიდან ჯვრის მონასტერში ისევ აღსდგა ღვთისმსახურება.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეტა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი, დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეტიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნულება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აბსიდებით,
კატეგორია: ეკლესია , მონასტრები | ნანახია: 632 | დაამატა: აფრასიძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: