მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა RSS
მოგესალმები, სტუმარი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
გჯერა თუ არა მეორედ მოსვლის?
სულ პასუხი: 163
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 4 » შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი
6:55 PM
შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი

შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი

ხსენების დღე - 13(26) აგვისტო (ძვ.სტ.)

ეს ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომლიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: „...თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი". წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს „სისრულეს", მოცემულ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, „სევდისა და გულის ტკივილისა", რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.

ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, თავის სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო წმინდა ხატს, რომელიც სიზმრად იხილა. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და სულმთლად ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. დასნეულებულმა გლეხმა ხატის წინ პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედაღვთისას სახე დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. „ბოროტ გულთა მომალბობელსაც" უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.

2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ოჯახში დაბრძანებულ ამ ხატის ასლს მირონი დაედინა, რომლის წყალობითაც მრავალი გამოჯანმრთელდა. იმავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და სხვადასხვა მონასტერშიც იყო დასვენებული.

კატეგორია: ხატები და ფრესკები | ნანახია: 764 | დაამატა: [ადმინი] | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: